ELBETRANS

ვმუშაობთ 2007 წლიდან
+995 558 50 55 26

საბაჟო წარმომადგენელი საქართველოში

Elbetrans – ვასრულებთ იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო გაფორმებას. საქართველოს ტერიტორიაზე ვთავაზობთ საბაჟო ბროკერობის მომსახურებას.

რა ღირს საბაჟო გაფორმების პროცესი საქართველოში?

იმპორტის, ექსპორტის ან რეექსპორტის დეკლარირების
ღირებულება დამოკიდებულია ტვირთის მახასიათებლებზე.
დაგვიკავშირდით- შევაფასებთ ღირებულებას.

ვის სჭირდება საბაჟო ბროკერი საქართველოში?

საბაჟო ბროკერის სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ
როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს, რომლებსაც
სჭირდებათ ტვირთის იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი.
საბაჟო ბროკერი ამცირებს დროსა და რისკებს
საგარეო სავაჭრო ოპერაციებში, პროფესიონალისთვის
საბაჟო საკითხების გადაბარებით.

როგორ ავირჩიოთ საბაჟო ბროკერი საქართველოში?

საბაჟო ბროკერის არჩევის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ
მისი გამოცდილება, ცოდნა, რეპუტაცია, შემოთავაზებული
მომსახურებების სპექტრი.

რა სერვისებს სთავაზობს კომპანია ელბეტრანსი(საბაჟო ბროკერი საქართველოში)?

კომპანია ელბეტრანსი გთავაზობთ ისეთ სერვისებს,
როგორებიცაა იმპორტ/ექსპორტის საბაჟო გაფორმება,
ტარიფების კლასიფიკაცია, საბაჟო გადასახადებისა და
გადასახდელი თანხების შეფასება, დოკუმენტაციების
მომზადება და ტვირთის ექსპედირება.

რა ტიპის ბიზნესებთან თანამშრომლობს საბაჟო ბროკერი ელბეტრანსი?

ელბეტრანსი თანამშრომლობს ფართო სპექტრის
კომპანიებთან, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო
ვაჭრობაში, მათ შორის იმპორტიორებთან, ექსპორტიორებთან,
მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან, საბითუმო და
საცალო მოვაჭრეებთან.

საბაჟო ბროკერი(საბაჟო წარმომადგენელი)- ეს არის პროფესიონალი შუამავალი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთებისა და ტრანსპორტის საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას. ის მოქმედებს საგარეო ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილე პირის სახელითა და მითითებით და უზრუნველყოფს ყველა საბაჟო წესებისა და დოკუმენტაციის მოთხოვნების დაცვას.

საბაჟო ბროკერის ძირითადი ფუნქციებია:

საბაჟო დოკუმენტაციის გაფორმება

საბაჟო დეკლარაციის(მაგალითად, ტვირთის დეკლარაციის)მომზადება და წარდგენა.
სათანადო თანდაყოლილი დოკუმენტების(სერტიფიკატების, ლიცენზიების, ნებართვების)გაფორმება
დოკუმენტების შევსების სისწორისა და მათი შესაბამისობის შემოწმება საბაჟო ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად.

ტვირთის კლასიფიკაცია

ტვირთის HS კოდის(საქონლის ნომენკლატურა საგარეო ეკონომიკური საქმიანობისთვის) განსაზღვრა.
საკონსულტაციო მომსახურება ტვირთის სწორი კლასიფიკაციისთვის -რისკების შემცირებისა და საბაჟო გადასახადების შემცირების მიზნით.

საბაჟო გადასახადების გამოთვლა

საბაჟო გადასახადების, სახელმწიფო მოსაკრებლებისა და შესაბამისი საფასურების ოდენობის გამოთვლა.
საბაჟო გადასახადების ოპტიმიზაცია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
გადახდების დროულად შესრულების კონტროლი.

სპეციალური საბაჟო რეჟიმების მართვა

ტვირთის გაფორმება სპეციალური საბაჟო პროცედურების ფარგლებში (მაგალითად: დროებითი იმპორტი, რეექსპორტი, გადამუშავება).
სპეციალური საბაჟო რეჟიმების პირობების შესრულების კონტროლი.

დავების მართვა და პრობლემური საკითხების გადაწყვეტა

საბაჟოზე ტვირთების დაყოვნებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.
საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოების გადაწყვეტილებების გასაჩივრება.
კლიენტის ინტერესების დაცვა შემოწმებებისა და საგამოძიებო პროცესების პერიოდში.

ლოგისტიკური მხარდაჭერა

სადისტრიბუციო ორგანიზება ტვირთების საბაჟო გამშვებ პუნქტიდან მყიდველის საწყობამდე.
ურთიერთობა სატრანსპორტო კომპანიებთან და დროებითი შენახვის საწყობებთან.

ელექტრონული დეკლარაცია

საბაჟო გაფორმების ელექტრონულ სისტემებთან მუშაობა (მაგალითად, რუსეთში ""AIST MT""— სისტემა
ელექტრონული დოკუმენტაციის წარდგენა და დეკლარაციის სტატუსის მონიტორინგი

კანონმდებლობის მოთხოვნების
დაცვის კონტროლი

ყველა ოპერაციის შესაბამისობის უზრუნველყოფა საბაჟო საკანონმდებლო მოთხოვნებიდან გამომდინარე.
რისკებისა და კონფისკაციების, ჯარიმებისა და დაგვიანებების შემცირება.

სასარგებლო რესურსები

საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა: ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურების ვებგვერდზე.
სისტემა ASYCUDA World: გამოიყენება ელექტრონული დეკლარირებისათვის.

საბაჟო გაფორმება იმპორტის საქართველოში:

მომზადების პროცესი იმპორტისთვის

შესწავლა კანონმდებლობის : გაიცანით საბაჟო წესები საქართველოში, მათ შორის აკრძალური და შეზღუდული ტვირთის სია.
ტვირთის კლასიფიკაცია: დაადგინეთ ტვირთის კოდი საქართველოს საბაჟო ნომენკლატურის დაცვით(როგორც HS code)
დოკუმენტების მომზადება: საბაჟო გაფორმებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

ძირითადი დოკუმენტები იმპორტისთვის

კომერციული ინვოისი(ანგარიშ-ფაქტურა)
სატრანსპორტო დოკუმენტები: კონუსამენტი, CMR, საჰაერო ტვირთის გადაზიდვის ქვითარი.
შეფუთვის სია: ტვირთის აღწერა, მისი რაოდენობა და წონა.
სერტიფიკატები და ლიცენზია.
დოკომენტები ტვირთის წარმოშობის შესახებ: წარმოშობის სერტიფიკატი (მაგალითად CT-1 ფორმა დსთ(დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა)-ს ქვეყნებისთვის.
მინდობილობა: იმ შემთხვევაში თუ საბაჟო გაფორმებას ახორციელებს საბაჟო ბროკერი.

საბაჟო დეკლარაცია

დეკრალაციის წარდგენა: იმპორტიორი ან საბაჟო ბროკერი წარადგენს დეკლარაციას ელექტრონული ფორმით სისტემა ASYCUDA World-ის მეშვეობით, რომელსაც იყენებენ საქართველოში.
დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია მოიცავს: ტვირთის დასახელებას, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის საქონლის ნომენკლატურის (სესსნ) კოდს, ღირებულებას, წონას, რაოდენობას, წარმოშობის ქვეყანას და დანიშნულებას.
დამატებითი დოკუმენტები: საბაჟომ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები შემოწმების მიზნით.

საბაჟო გადასახადები

"საბაჟო გადასახადი: ტარიფის განაკვეთი დამოკიდებულია ტვირთის ტიპსაა და წარმოშობის ქვეყანაზე. საქართველოს აქვს სავაჭრო უპირატესობები სხვა ქვეყნებთან(მაგ:თავისუფალი სავაჭრო ზონა ევროკავშირთან, თურქეთთან და დსთ-ის წევრ ქვეყნებთან.)"
დღგ: სტანდარტული დღგ-ს განაკვეთი საქართველოში შეადგენს-18%-ს. იგი გამოითვლება ტვირთის საბაჟო ღირებულებიდან გამომდინარე (საქონლის ფასი+საბაჟო გადასახადი+სატრანსპორტო ხარჯები).

საბაჟო კონტროლი

ტვირთების შემოწმება: საბაჟოს შეუძლია ჩაატაროს ფიზიკური შემოწმება ან ტვირთის სკანირება.
დოკუმენტების შემოწმება: საბაჟო ორგანოები ამოწმებენ დოკუმენტებისა და ტვირთების შესაბამისობას.
ლაბორატორიული ანალიზები: ზოგიერთი ტვირთისთვის(მაგალითად საკვები პროდუქტებისთვის) შეიძლება დასჭირდეს ლაბორატორიული კვლევები.

ტვირთის გამოშვება

შემოწმების დასრულებისა და ყველა გადასახადის გადახდის შემდგომ ტვირთი ეშვება თავისუფალ ბრუნვაში საქართველოს ტერიტორიაზე.
იმპორტიორს ეძლევა უფლება ტვირთის საბაჟო საწყობიდან გატანაზე.

საქართველოში იმპორტის თავისებურებები

გამარტივებული საბაჟო პროცეტურები.
ელექტრონული დეკლარაცია:(სისტემა SYCUDA World ).
მინიმალური შეზღუდვები: საქართველოში იმპორტზე არ მოქმედებს კვოტები, ხოლო სია შეზღუდული ტვირთის საკმაოდ მცირეა.
შეღავათები: ზოგიერთ ტვირთსა და ქვეყანაზე მოქმედებს გარკვეული საშეღავათო ტარიფები ან ნულოვანი საბაჟო გადასახადები.

საბაჟო ბროკერის როლი

საბაჟო ბროკერს შეუძლია დახმარება დოკუმენტების გაფორმების , გადასახადების გამოთვლის და საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობების პროცესში.
ბროკერის მომსახურების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლოა კომპანიისთვის, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება საბაჟო გაფორმებების პროცედურებში.

საბაჟო გაფორმებების ვადები

საქართველოში საბაჟო გაფორმებების პროცეს ჩვეულებრივ გრძელდება რამოდენიმე საათიდან 1-2 დღემდე, ტვირთის სირთულისა და დოკუმენტაციის სისრულის მიხედვით.

მიწოდებას აქვს თავისი მიზანი